მოგესალმებით „ემ ცე ბაუქიმია” (MC-Bauchemie)

„ემ ცე ბაუქიმია” MC-Bauchemie

„ემ ცე ბაუქიმია” დაარსდა 1961 წელს გერმანიაში, კერძოდ ქ. ბოტროპში და 50 წლიანი არსებობის განმავლობაში ჩამოყალიბდა მსოფლიოს წამყვან ბრენდად თავის სფეროში. კომპანიის მთავარი პროფილი არის ბეტონისთვის სამშენებლო ქიმიის წარმოება, ბეტონის მოვლა და დაცვა. „ემ ცე ბაუქემიას“ აქვს წარმომადგენლობა 40–ზე მეტ ქვეყანაში მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის 2015 წლიდან საქართველოშიც. 

ჩვენ გავხსენით საქართბელოში პირველი ბეტონის მზა დანამატების ქარხანა.

„ემ ცე ბაუქიმია” ასევე არის ისეთი ორგანიზაციების წევრი როგორებიცაა «ICOLD» და «STUVA». კომპანიას მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქვს დიდი გამოცდილება ჰიდროტექნიკური ნაგებობებისა და გვირაბების მშენებლობაში. 

„ემ ცე ბაუქიმიის” მასალის მეშვეობით შემდეგი სამუშაოების შესრულებაა შესაძლებელი: 

  • ბეტონის რეცეპტის შემუშავება პროექტის სპეციფიკისგან გამომდინარე; 
  • ბეტონის კონსტრუქციების რემონტი და დაცვა წყალში და წყლის გარეთ;
  • წლის აქტიური გამოჟონვის შეჩერება;
  • კონსტრუქციის ჰიდროიზოლაციის აღდგენა ინჟექტირების გზით;
  • დეფორმაციული ნაკერების გერმეტიულობის აღდგენა; 
  • ინდუსტრიული იატაკების გაკეთება სპეციალური მოთხოვნებით, ძველი იატაკების აღდგენა; 
  • კონსტრუქციების დაცვა ქიმიური, მექანიკური და ბიოლოგიური ფაქტორებისგან.

„ემ ცე ბაუქიმია” უზრუნველყოფს ობიექტზე სრულ ტექნიკურ დახმარებას სამუშაოების შესრულების დროს, რაც მოიცავს ოპტიმალური გამოსავლის მოძებნასა და კონტრაქტორის მუშა ხელის მომზადებას.


მისამართი: 

ფალიაშვილის ქ. 85, თბილისი, საქართველო

საწარმოს მისამართი: აღთაკლია, გარდაბანის რაიონი

ტელ: (+995 32) 2 244 266

მობ: (+995) 599 20 81 84

ელ.ფოსტა: info.georgia@mc-bauchemie.com